ზვიად კორძაძე – “შუამავლის არსებობა – არ არსებობა, წერილის არსებობა არ არსებობასთან მიმართებაში ბევრს ვერაფერს შეცვლის”

„TBC“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მედიაში სკანდალური წერილის, ასევე სასამართლოში დღეს ჩატარებული გამოკითხვის შესახებ ისაუბრა. ზვიად კორძაძის განცხადებით, შუამავლის არსებობა – არ არსებობა წერილის არსებობა არ არსებობასთან მიმართებაში ბევრს ვერაფერს შეცვლის.

„მამუკა ხაზარაძე ამ ეტაპზე შუამავალს მხოლოდ შუამავლის ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს. იმიტომ, რომ მასთან არ არის შეთანხმებული და ის არ არის უცხო პირი. ბუნებრივია, როცა შუამავალზე ვსაუბრობთ, მასში იგულისხმება პირი, რომლის საშუალებითაც მამუკა ხაზარაძემ ეს წერილი მიიღო და მას ორივე ადამიანი იცნობს.

თუმცა შუამავლის არსებობა – არ არსებობა წერილის არსებობა არ არსებობასთან მიმართებაში ბევრს ვერაფერს შეცვლის. შესაბამისად, გადაწყდება თუ არა შუამავლის დასახელება ეს არ მგონია მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ შუამავლის დასახელება მამუკასთვის უფრო მომგებიანი იყო ამ ეტაპზე,” – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ივანიშვილი ბოლოსდაბოლოს ეზიარა მესიანიზმის საყრდენ პოსტულატს
შემდეგი სტატია„ღარიბაშვილი არის ძველმანი, სხვა თამაში ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ აღარ აქვს” – სერგო რატიანი