“არის მომენტი, როცა პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული, როგორც გრძნობა, განცდა, შენგან მეტს მოითხოვს ვიდრე ფილმ ,,ფესვების” მატარებლის სცენის დროს ცრემლი, ნაკრების თამაშზე სტადიონზე საქართველოს დროშიანი მაისურით წასვლა, 26 მაისს ფეისბუკ გვერდზე პროფილის სურათზე ჩარჩოს შეცვლა და სუფრაზე მე-10 სადღეგრძელოდ საქართველოს ქება-დიდებაა.
ეს მომენტი გაუშვეს ჩვენმა წინაპრებმა 18-21 წლებში. შედეგად 70 წლიანი სიბნელე, ერის ინტელეტუალური ნაწილის და გენოფონდის ფიზიკური განადგურება მივიღეთ.
დღეს, აი ამ წუთს, ამ წამს დგას ეს მომენტი.
პატრიოტიზმი სამკაული და სადღეგრძელოს ინსპირაცია არა, ის პირველ რიგში ვალდებულებაა საკუთარი სამშობლოს წინაშე, რომელი ვალდებულების გამოც ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ,-წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე.