ზვიად კორძაძე: გააზრებაც კი მზარავს, მრცხვენია, უსუსურობის განცდა მაქვს

“გააზრებაც კი მზარავს, მრცხვენია, უსუსურობის განცდა მაქვს, ყველაფერი კარგავს აზრს, ფერს, მნიშვნელობას”, – ასე გამოეხმაურა ადვოკატი ზვიად კორძაძე, მდინარე ენგურთან მომხდარ ტრაგედიას.

“ბევრი ტრაგედია მომხდარა ბოლო პერიოდში, მაგრამ ენგურზე მომხდარი ამბავი ჩემთვის არის საშინელი, უსამართლო, დამთრგუნველი,
სიტყვები არ მყოფნის …

21-ე საუკუნეში ადამიანი მდინარეში იხრჩობა იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია, იძულებულია შემოვლითი გზები ეძებოს და ამ დროს მოსდევს ვიღაც გადამთიელი და მას რომ გაექცეს, მდინარეში შედის და იხრჩობა.

გააზრებაც კი მზარავს, მრცხვენია, უსუსურობის განცდა მაქვს, ყველაფერი კარგავს აზრს, ფერს, მნიშვნელობას.

ყველაზე საშინელი ისაა, რომ ვერაფერს ცვლი, იმიტომ რომ ველური, არაცივილიზებული ერი გყავს შემოჭრილი სახლში და ყოფს, სპობს, შუღლს და ღვარძლს თესავს, კლავს და წამლავს.

ვიღაც ტელევიზორში გამოიჯგიმება და რუსი ტურისტის კომფორზე დაგიწყებს ლექციის კითხვას.

გავარტყი თქვენ ეროვნულ თვითშეგნებას, თავმოყვარეობას და სტომაქზე მიბმულ პატრიოტიზმს”, – წერს ზვიად კორძაძე.

banner
წინა სტატიაშივაჟა-ფშაველას გამზირზე, მანქანაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთი: 30 წლამდე ასაკის პირებს “ასტრა-ზენეკას” ნაცვლად სხვა ვაქცინა უნდა შევთავაზოთ