26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

“ზვიად ხარაზიშვილს ღირსების ორდენი ეკუთვნოდა” — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, რომელიც საზოგადოებაში „ხარებას“ სახელით არის ცნობილი, ღიად იცავს. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა, რომ ხარაზიშვილმა და პოლიციამ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან იხსნეს, რის გამოც ის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს იმსახურებდა.

პრემიერის მტკიცებით, მიმდინარე აქციების დროს „ხარებას“ მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ცალკეულ დარღვევებზე რეაგირება უკვე მოხდა:

„რაც შეეხება ზვიად ხარაზიშვილს, მას ეკუთვნოდა ღირსების ორდენი იმის გამო, რომ მან და პოლიციის სხვა წარმომადგენლებმა დაიცვეს ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობისგან, ძალადობრივი მცდელობისგან. ხარაზიშვილის მხრიდან არ იყო არავითარი კონკრეტული ძალადობრივი აქტი, არანაირი ძალადობრივი აქტი არ იყო. იყო კონკრეტული გადაცდომები, კონკრეტული ექსცესები და ამასთან დაკავშირებითაც დადგა პასუხისმგებლობა“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, შსს-ს და გდდ-ს თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების სადარაჯოზე დგანან, სათანადო დაფასებასა და შეფასებას იმსახურებენ.

banner
წინა სტატიაში“ევროპის ინტერესებშია, რუსულმა ჯარებმა საქართველო დატოვონ”- კაია კალასი
შემდეგი სტატია“ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს”- კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის გზამკვლევზე საუბრობს