ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” გადააყენეს, მას რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს

სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება თანამდებობიდან გაუშვეს, – შსს ინფორმაციას ადასტურებს. “ხარებას” ადგილს რომან ქარცივაძე დაიკავებს:

“ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო – აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა” | წერია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ხარება” და მას დაქვემდებარებული სპეცრაზმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა დემონსტრანტების მიმართ, თავად ზვიად ხარაზიშვილი კი არც ბილწსიტყვაობას და პირად ანგარიშსწორებას ერიდებოდა. ყოფილა შემთხვევები, როცა “ხარება” დემონსტრანტებს პირდაპირ მანქანაში დამონტაჟებული ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობით, უშვერად აგინებდა.

“ხარება” ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა დაასანქცირეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა საკუთარი წარმოების ბალისტიკურ რაკეტას ცდის – Defense Express
შემდეგი სტატიაSOLO-ს მხარდაჭერით, პირველად ბათუმში „სილქ ჰოსფითალითის“ და პადელ პორტ ბათუმის ორგანიზებით პადელის ტურნირი გაიმართა