ზვიად გობეჯიშვილი-საგარეო უწყების განმარტებას ვერ დავეყრდნობით და განმარტებებს ვითხოვთ პრემიერ–მინისტრისგან

gobejishviliპარტია ,,რეფორმატორების’’ გენერალური მდივანი საქართველოს მიერ თურქეთის რესპუბლიკისთვის ტერიტორიის გადაცემის შესაძლო ფაქტს ეხმაურება. ზვიად გობეჯიშვილის შეფასებით ნაკლებად საიმედო და სანდოა საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც არაეფექტური უწყების მიერ გავრცელებული მცირე კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და განმარტებებს პრემიერ–მინისტრისგან ითხოვს. ,,ქართული სახელმწიფოს არსებობის ისტორიის განმავლობაში არაერთხელ გავხდით ანექსიის და ტერიტორიის დაკარგვის მოწმე, თუმცა ეს უფრო ხშირად ხდებოდა სამხედრო აგრესიის ძალით და არა ,,დიპლომატიური’’ გადაწყვეტილებით. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა თურქეთს, რაც დადასტურების შემთხვევაში აუცილებლად ჩაითვლება უდიდეს დანაშაულად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიწის გადაცემის მოტივად მდინარის კალაპოტის ცვლილება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ არგუმენტად, თუნდაც იმის გამო, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან არსებობს მეზობელ თურქეთთან დადეგენილი სადემარკაციო ხაზი. აღნიშნული სადემარკაციო ხაზით ადვილად შესაძლებელია დადგინდეს ტერიტორიის კუთვნილება. იქედან გამომდინარე რომ საქმე ეხება ტერიტორიის შესაძლო გადაცემის საკითხს, ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით საგარეო უწყების მიერ გაკეთებული მცირე კომენტარით, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით თავს ავლენს, როგორც სუსტი და არაეფექტური უწყება. ბოლო პერიოდში არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ევროპის ქალაქებში ოკუპირებული რეგიონების დელეგაციების ტურისტულ გამოფენებსა თუ სხვა მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების პასუხები კი ყოველთვის ერთია – «ღონისძიება კერძო კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული, ჩვენ შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ და მათ ბოდიში მოიხადესო». გასულ თვეში ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა პარიზში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე «დამოუკიდებელ აფაზეთს» წარმოადგენდა, ჩვენმა დიპლომატმა, ქ-ნმა სირაძე-დელონემ კი სოციალურ ქსელში ამ საკითხზე გამართულ პოლემიკაში მოკრძალებულად — ერთი წინადადებით მიიღო მონაწილეობა: «ამ ღონისძიების მნიშვნელობას ასე მაღლა არ ავწევდიო»… დღემდე გაურკვეველია რა რეაგირება მოახდინა საგარეო უწყებამ იტალიის დედაქალაქ რომში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ საგარეო უწყების გავრცელებული ინფორმაცია ნაკლებად სანდო და საიმედოა. ჩვენ, მსურს მივმართოთ პრემიერ–მინისტრს და პირადად მისგან მოვისმინოთ განმარტებები. ჩვენთვის გაუგებარია რას გულისხმობს საგარეო უწყება, როცა აცხადებს, რომ საზღვრები უნდა აღდგეს 1973 წლის დემარკაციის მასალების მიხედვით, ასევე მისგან გვაინტერესებს განმარტებები არსებობს თუ არა სპეციალისტების დასკვნა და შექმნილია თუ არა ორმხრივი კომისია, რომელიც გააკონტროლებს პროცესების სწორად წარმართვას ‘’– ნათქვამია ზვიად გობეჯიშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 26,7% უმაღლესი განათლების მქონეა
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს