ზვიად გამსახურდიას შვილები პირველი პრეზიდენტის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

გამსახურდიები კომისიის ეფექტურად მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამისათვის საჭიროა კომისიის თავმჯდომარედ საზოგადოების ნდობით არჭურვილი პირი დაინიშნოს.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დააფიქსირა თავისი პოზიცია და აპირებს 5 წლით გაახანგრძლივოს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება, გამსახურდიები აცხადებენ, რომ ცვლილებების იმედი არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას შვილებმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა დაიწყეს. კოკო გამსახურდია აღნიშნულის გამო გუშინ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემას აქვს სერიოზული წინსვლა – კილაძე
შემდეგი სტატიაწავკისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე შსს-მ სამი პირი დააკავა