„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ოფიცილურ გამოცხადებას საშველი არც დაადგება, ვიდრე ეს ხელისუფლება არ გადაილექება!“

მწერალი როსტომ ჩხეიძე ზვიად გამსახურდიას ვაჟების მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას ეხმიანება და აცხადებს, რომ პირველი პრეზიდენტის მკვლელობის ოფიცილურ გამოცხადებას საშველი მანამ არ დაადგება, ვიდრე ეს ხელისუფლება და ეს ოდიოზური პოლიტიკური სისტემა არ გადაილექება.

როგორ შეიძლება აქამდე მიგვეყვანა საქმეზვიად გამსახურდიას შვილები, კონსტანტინე და ცოტნე, საშიმშილოდ დამსხდარიყვნენ საქართველოს პროკურატურის მისაღებში, ბოლოსდაბოლოს, ოფიციალურად გამოიძიეთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობაო. ოფიციალურად, თორემ ყველაფერი უკვე გარკვეულიცაა და დადასტურებულიცმხოლოდღა პროკურატურის დასკვნა აკლია.

აქამდე მისულიყო საქმე დასასიკეთო და სანუგეშო მაინც არა ჩანს რა
ეს ყოველივე ჩვენი საზოგადოების ბრალია, ჩვენი უპატიებელი დანაშაული, ხელისუფლებამ საშველი რომ არა და არ დააყენა სიმართლის ოფიციალურ გამოცხადებას.
ზვიად გამსახურდია ხომ მარტო თავისი შვილების მამა არ არის. არამედ მამა იმ ახალამოგებული სახელმწიფოსი, რომელშიაც ვცხოვრობთ და დიდი იმედებითაც მივისწრაფით, საკაცობრიო ცხოვრების უშუალო მონაწილენი რომ გავხდეთ

ეს სახელმწიფო მან კიდეც შექმნა და თავისი სისხლითაც დაჰკირა, სისხლით, რომელიცაშოტ კუროპალატის მკვლელობისა არ იყოსაწცა იხილვების ვითარცა ახალი.
ამ მკვლელობის ოფიცილურ გამოცხადებას საშველი არც დაადგება, ვიდრე ეს ხელისუფლება, ეს ოდიოზური პოლიტიკური სისტემა არ გადაილეება, მერე კი დადგება ხანა პირუთვნელი მსჯავრისა ყველასა და ყველაფრის მიმართ, და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ოფიციალური ვერსიაც იქნება ისეთი და მხოლოდ ისეთი, რაც გონიერ ადამიანებს ისედაც კარგად მოეხსენებათ

უილიამ შექსპირისა არ იყოს:
ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა
თუნდ დასაფარად დედამიწა გადაეფაროს!– წერს როსტომ ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიამარნეულში მკვლელობა მოხდა