ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა.
მან ასევე დატოვა პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტი.
მისი თქმით, ამის მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაა.
“ჩვენ გულწრფელები ვიყავით, როცა ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, რომ ჩვენ ასეთი ტიპის ცვლილება განვახორციელეთ. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც იმყოფება საქართველო ბოლო 8 წელია, შეიცვლებოდა, მოხდებოდა დივერსიფიკაცია პოლიტიკურ მინდორზე და მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა და მრავალფეროვნების წარმოშობა. ეს ყვეალფერი გუშინ ჩაფლავდა”, – თქვა ზვიად ძიძიგურმა.