ზვიად ძიძიგური – ვფიქრობ, მასობრივ სკლეროზთან გვაქვს საქმე

ზვიად ძიძიგურ

31 პროცენტმა არ იცოდეს მისი მაჟორიტარი ვინ არის, ვფიქრობ, რომ რაღაც მასობრივ სკლეროზთან გვაქვს საქმე, – განაცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.

ძიძიგურის თქმით , NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

”NDI-ის წინა კვლევების მიხედვით, ”ნაციონალები“ უსწრებდნენ ,,ქართულ ოცნებას“. ჩემთვის ყველაზე სერიოზული კვლევა კი საქართველოში არის არჩევნების შედეგები. როდესაც კვლევა გვეუბნება 31 პროცენტმა არ იცის მისი მაჟორიტარი ვინ არისო, ვფიქრობ, რომ რაღაც მასიურ სკლეროზთან გვაქვს საქმე. ეს არ არის ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე. მე ამ კვლევებთან დაკავშირებით ბევრი კითხვები მაქვს,“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ არის არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

კითხვაზე სწორი პასუხი გასცა გამოკითხულთა 31%-მა, არასწორი პასუხი გასცა – 11%-მა.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი