ზვიად ძიძიგური : ვფიქრობ, ეკონომიკურმა გუნდმა ყველა კითხვას უპასუხა

ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე, რაზეც პასუხი უნდა გაეცა ეკონომიკურ გუნდს, გაცემულია, – განაცხადა ჟურნალისიტებთან საუბრისას ზვიად ძიძიგურმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის დამატებით პარლამეტნში მოსვლის აუცილებლობა არ არსებობს და ოპოზიციას მხოლოდ აჟიოტაჟის ატეხვა უნდა.

„არამგონია რაიმე ახალი სათქმელი ჰქონდეს ეკონომიკურ გუნდს იმის მერე, რაც პარლამენტში იყო. ვერ ვხედავ რაიმე დატვირთვას ეკონომიკური გუნდის, რომ კიდევ დამატებით პარლამენტში მოვიდეს, გარდა იმისა, რომ ოპოზიციას აჟიოტაჟის ატეხვა სურს. სურთ მეტი იხმაურონ, რომ ძალიან წუხან ლარის კურსთან დაკავშირებით. არავითარი წუხილი მათ არ გააჩნიათ. რაიმე წუხილი რომ ჰქონდეთ, თემით სპეკულირებას თავს დაანებებდნენ და აჟიოტაჟის შექმნას არ შეუწყობდნენ ხელს,“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა 2017 წლის თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს