ზვიად ძიძიგური: ვეტოს დავძლევთ ისევე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კონსულტაციები მაშინ უფრო ლოგიკური იყო, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მიიღებდა, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკურ ძალებთან დაწყებულ კონსულტაციებს.

”კანონპროექტი სამი მოსმენით არის განხილული და კენჭისყრით მიღებული. ამის შემდეგ კონსულატაციების გამართვა მთლად ლოგიკური არ არის. რაც შეეხება შესაძლო ვეტოს, პარლამენტი გადაწყვეტს, გაიზიარებს თუ არა შენიშვნებს, რომელსაც მას პრეზიდენტი წარუდგენს. თუკი შენიშვნების გაზიარება არ მოხდება, ვეტოს დავძლევთ ისევე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : ტელეეთერით რომ არ გაიმართა თათბირი არ ნიშნავს, რომ რეაგირება მოხდა გვიან
შემდეგი სტატია„ეს მძიმე პროვოკაცია დაგეგმილ ელფერს ატარებდა“ – გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის მოვლენებზე