ზვიად ძიძიგური: თამაზ მეჭიაურმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება

თამაზ მეჭიაური პარტიას ტოვებს – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გადაწყვეტილების მიზეზად საგარეო კურსზე “ქართულ ოცნებასთან” განსხვავებული ინტერესებს ასახელებს.

თამაზ მეჭიაურის გადაწყვეტილება პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა შეაფასა.

“თუ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული მოსაზრებები გაქვთ და ამას საჯაროდ და ღიად აფიქსირებთ, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში უმრავლესობასაც უქმნი პრობლემებს და უჩენ კითხვის ნიშნებს ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დასავლური კურსი არის შეუქცევადი კურსი საქართველოში, ეს არის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თამაზ მეჭიაურმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე: ძალიან გვაინტერესებს როგორ საინტერესოდ ეცდება დავით ნარმანია კვლავ საზოგადოება მოატყუოს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: უმრავლესობის დატოვება არ ნიშნავს, რომ არჩევნებამდე გუნდს დავუპირისპირდები