ზვიად ძიძიგური სალომე სამადაშვილს-ახლა სააკაშვილის პუდელი რომ დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ?

გთხოვოთ, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე ნუ გადავდივართ, პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება, ამიტომ ყველამ გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაცა ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს ჩვენ უნდა ვიცავდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რაღაც ტიპის ვალდებულებების დაცვა ყველა დეპუტატის მოვალეობაა.

„ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწოდა ივანიშვილის გოშიები. სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო, განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ, მე რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, ეს მოგეწონებათ? შეიძლება, ასეთი მიმართვა კოლეგასთან? მე მინდა, ასევე სხვა კოლეგებსაც ყველას გითხრათ, რაღაცა ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს ჩვენ უნდა ვიცავდეთ. ამის ვალდებულება ყველას გვაქვს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, როცა სასამართლო სისტემაზე საუბრობს ვინმე, აუცილებელია წარსულის გახსენება.

banner
წინა სტატიაშიბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, თბილისის პროკურატურამ კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი დააკავა, ერთზე კი ბრალდების დადგენილება გამოიტანა
შემდეგი სტატია„არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს”-კახა კალაძე