ზვიად ძიძიგური: პრეზიდენტს პარლამენტი უნდა ირჩევდეს და არა ხალხი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო მეტად საპარლამენტო მოდელის ქვეყანაა, ვიდრე საპრეზიდენტოსი და პრეზიდენტს პარლამენტი უნდა ირჩევდეს:

„ისეთი ფუნქციით, როგორც დღეს მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს, პრეზიდენტს პარლამენტი უნდა ირჩევდეს და არა ხალხი. პირდაპირი წესით არჩევა მაშინ უნდა მოხდეს, როცა საპრეზიდენტო მმართველობაა.
როცა პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არ არის და პირდაპირი წესით არჩევა ხდება, ეს სწორი არ არის და მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ასე არ ხდება“, – დასძინა ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) რა შეახსენა ინგა გრიგოლიამ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში?
შემდეგი სტატიარადიო „აფხაზეთის ხმა“ ახალ სეზონს განახლებული ეთერით ხვდება