ზვიად ძიძიგური: “ნაციონალური მოძრაობა” მომავალ პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება

ისეთი პირი უჩანს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მომავალ პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ მინდორზე საკმაოდ ბევრი გამოცდილი ძალა მოქმედებს, ამ თვალსაზრისით, “ნაციონალურ მოძრაობას” მეტი შესაძლებლობები გააჩნია.
“სხვა ოპოზიციური პარტიებიც საკმაოდ ყოჩაღად გამოიყურებიან. ასევე ის პარტიები, ვინც კოალიციაში იყვნენ ჩვენთან ერთად და ცალკე გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა – არც ერთი პარტია არ არის ხელწამოსაკრავი. ამ პარტიებს მთელ საქართველოში ჰყავს გავლენიანი წარმომადგენლები და აქვთ საქართველოს მასშტაბით ოფისები… მაგალითად “რესპუბლიკელებმა” და “ეროვნულმა ფორუმმა” დაიკავეს ის არეალი, რომელიც ოპოზიციას თავისად მიაჩნდა, თუმცა ვფიქრობ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მაინც ძირითადი ოპოზიციური შესაძლებლობები გააჩნია”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე სკანდალური განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიარაშიდ კანჯიოღლი დაკავებული არ არის