ზვიად ძიძიგური – ლარი მოძრაობს ისე, როგორც უნდა იმოძრაოს სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელმა ეროვნულმა ვალუტამ

ლარს არავითარი პრობლემა არ აქვს, მოძრაობს ისე, როგორც უნდა იმოძრაოს სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელმა ეროვნულმა ვალუტამ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება რაღაც თვალსაზრისით მოლოდინებს უკავშირდება.

„დოლართან მიმართებაში ეროვნულ ვალუტას არანაირი პრობლემა არ აქვს. როცა ლარი თავის ნიშნულს მიაღწევს, სადაც ყველაზე მყარად იქნება, რამდენიმე ხნის მანძილზე იქ იქნება. ჩვენს ქვეყანაში მუდმივად მცოცავი კურსია და ეს რამდენიმე წელია ასე ხდება. სხვაგვარად, კომუნისტური მიდგომაც არსებობს. შეიძლება ლარი ხელოვნურად ერთ ადგილზე დააკავო და ამით ბიზნესის განვითარებას სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით. საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ლართან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა ისაა, რომ ლარი თავისუფალ მოძრაობაში უნდა იყოს და ხელოვნურად დაფიქსირებული არ უნდა იყოს. მეოთხე წელია, რაც ლარის გაუფასურებაზე ისეთი აჟიოტაჟი მიდის, რაც ლარის გამყარებას ხელს არ უწყობს”, – განაცხადა ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიბოსნია და ჰერცეგოვინამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში ”კონფლიქტი საქართველოში” განიხილეს