ზვიად ძიძიგური: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი ოთხი წელი განვითარებაზე ორიენტირებული იყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები იმის გათვალისწინებით განხორციელდა, რომ ეკონომიკური გარღვევა და ქვეყნის სწრაფი განვითარება მოხდეს.

როგორც ძიძგურმა აღნიშნა, სამთავრობო გუნდს ოთხპუნქტიანი გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მუშაობა წარიმართება.

„პრემიერ-მინისტრმა გუნდი ამ პრინციპით დააკომპლექტა. მათი მიზანია ეკონომიკური გარღვევა და სწრაფი განვითaრება მოხდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი ოთხი წელი უკეთესი და განვითარებაზე ორიენტირებული იყოს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: საკადრო ცვლილებებს ვაპირებ