ზვიად ძიძიგური: ყველამ უნდა ისწავლოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემა და მორჩილება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის , ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების’ წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით საქართველოში სასამართლო ხელისუფლებისგან დამოუოკიდებელია და საზოგადოებამაც, ბიზნესმაც და პოლიტიკოსებმაც სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემა და მორჩილება უნდა ისწავლოს. აღნიშნული კომენტარი ძიძიგურმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე დღეს განახლებულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გააკეთა.

„ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, სახელმწიფოს აშენება მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება. ყველა, ჟურნალისტი იქნება, ტელეკომპანია, კერძო ბიზნესი იქნება, პოლიტიკური პროცესი, პარტია, ყველამ უნდა ისწავლოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემა და მორჩილება,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2-სთვის პრობლემების შექმნით, “ოცნებას” წინასაარჩევნოდ უკანონო უპირატესობების მოპოვება სურს”