ზვიად ძიძიგური: დარწმუნებული ვარ, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები დამაჯერებლად დაასრულა

ზვიად ძიძიგურმა საარჩევნო პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ პროცესი იყო ძალიან პოზიტიური და წარმატებული.

მისი თქმით, ზუგდიდიში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ და ძალიან ცივილურ ვითარებაში. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე უბანზე დაფიქსირებულია უმნიშვნელო დარღვევები.

“მიუხედავად იმისა, რომ აქ კონკურენცია ორ პარტიას შორის არის, ეს კონკურენცია არ გადაზრდილა რაიმე შეხლა-შემოხლაში, დაპირისპირებაში. ვფიქრობ, რომ შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ, თუ რომელმა პარტიამ გაიმარჯვა. დარწმუნებული ვარ “ქართულმა ოცნებამ” ეს არჩევნები დამაჯერებლად დაასრულა”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე 18 ნოემბერს მოსკოვში გამეგზავრება
შემდეგი სტატიასაქართველოში პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დამთავრდა