ზვიად ძიძიგური ”ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულებს შეხვდა

ზვიად ძიძიგურ

სახელმწიფო კანცელარიასთან ”ცენტრ პოინტი ჯგუფის” მიერ დაზარალებულთა აქციის მონაწილეებს პარლამენტის ვიცე- სპიკერი ზვიად ძიძიგური შეხვდა.
ძიძიგური აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ უზრუნველყოფს კომუნიკაციას მათსა და კანცელარიის ადმინისტრაციას შორის.

„მე როგორც ვიცი, მთავრობას აქვს დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები შეწყვეტილ მშენებლობების განახლებასთან დაკავშირებით, რაც უნდა დაეხმაროს და ასევე გარკვეული თვალსაზრისით ამ პრობლემას ეხმაურება. აქციის მონაწილეებს დავპირდი, რომ დავეხმარები ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაში“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ პრემიერ-მინისტრი არ შეხვდება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მაღალი აქტივობა ფიქსირდება
შემდეგი სტატიალიკა კიკიანი აცხადებს, რომ 3 კვირაა ემუქრებიან