ზვიად დევდარიანი სასამართლოს მეორედ მიმართავს

ზვიად დევდარიანი სასამართლოს მეორედ მიმართავს – ამის შესახებ დევდარიანის და მისი ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებაშია ნათქვამი:
„ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 19 ივნისს, გვეცნობა, რომ ზვიად დევდარიანის სარჩელი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თამარ ჩერგოლეიშვილის და სხვების მიმართ, სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში. შესაბამისი განჩინებით განგვემარტა, თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები უნდა დაზუსტდეს იმისთვის, რომ სარჩელი წარმოებაში იქნას მიღებული. ამაში უცნაური არაფერია, მით უფრო პრეცედენტულ საქმეში, რადგან ნებისმიერი სარჩელი შეიძლება მოითხოვდეს დაზუსტებას და ეს წმინდა პროცედურული საკითხია – სარჩელი შესაბამისობაში მოვა განჩინებაში მოყვანილ მითითებებთან და იქნება მიღებული წარმოებაში.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი უფრო ადრე გახდა ცნობილი სავარაუდო მოპასუხეებისთვის (წინა დღით), ვიდრე მოსარჩელისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მხრიდან უკანონოდ იქნა მიწოდებული ინფორმაცია გარკვეული პირებისთვის.
შემდგომში მსგავსი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ინფორმაციის გაცემისას და იმოქმედოს კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ სასამართლო დაინტერესებულია საქმის შედეგით და რაც მის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს წარმოშობს.
იმედს ვიტოვებთ, სასამართლო გაითვალისწინებს უკვე მომხდარ გადაცდომას და მომავალში არ დაუშვებს მსგავს ფაქტს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან პარკირებისას ავტომობილი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა
შემდეგი სტატიაახალგაზრდა პრემიერი სოციალისტური იდეებით – “ნაციონალური მოძრაობა” მამუკა ბახტაძეს აკრიტიკებს