ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორობიდან გადადგა

ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორობიდან გადადგა. ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამია, რომ დღეს გაიმართა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა, რომელმაც ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით . სიდას აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ორგანიზაციის კორპორაციული პასუსიხმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა.

“სიდას“ გამგეობა გმობს სექსუალურ და ნებისმიერი სხვა სახის შევიწროვებასა და ძალადობას და შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით. გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება “სიდას“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.

ზვიად დევდარიანის საქმეზე შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიზვიად დევდარიანის საქმეზე შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს
შემდეგი სტატია,,განადგურებული,, ISIS-ი საშინელ ფოტოებს აქვეყნებს