20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ზვიად ცეცხლაძე: თსუ ხელს მიშლის, რომ საფუძვლიანი განათლება მივიღო

თსუ ხელს მიშლის იმაში, რომ საფუძვლიანი განათლება მივიღო, – ამის შესახებ აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ციხეში მყოფი სტუდენტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტმა არ ისურვა მისთვის შემეცნებით-სამეცნიერო ლექციების გამოგზავნა.

უფრო კონკრეტულად, ცეცხლაძის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ ნება დართო მეხსიერების ბარათით ვიდეოლექციები იქონიოს – “ერთადერთი, რასაც პენიტენციური სამსახური ითხოვს არის ის, რომ ვიდეო მასალა (ლექციები) უნივერსიტეტმა გაუგზავნოს პენიტენციური სამსახურის სოციალურ მუშაკს, უნივერსიტეტის საკონტაქტო პირის მეშვეობით”, თუმცა როგორც ცეცხლაძე წერს, თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტმა, რომლის სტუდენტიცაა, ვიდეოლექციების მიწოდებაზე უარი უთხრა.

„ის, რომ მე მაქვს სრულფასოვანი განათლების მიღების უფლება, განმტკიცებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის და უნივერსიტეტის რექტორის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია, არამედ უკანონოც არის და უსამართლოც.
გასაოცარი ფაქტია – ციხე დავითანხმეთ, რომ ლექციები მოეწოდებინათ და საკუთარი უნივერსიტეტი – ვერა.

ძალიან მძიმეა, როცა ჩემ საყვარელ უნივერსიტეტს – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს – ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში ვხედავ.

ერთდ დროს, როცა ქვეყანას სჭირდებოდა, თავად ივანე ჯავახიშვილი გამოვიდა და მოუწოდა მისსავე სტუდენტებს, რომ დროებით კალამი გადაედოთ გვერდით და სამშობლოს დასაცავად გამოსულიყვნენ. დღეს კი მისი სახელით გამოდის უნივერსიტეტი (თსუ) და სამშობლოს დაცვის სულისკვეთების გამო დაჭერილი სტუდენტისთვის, რექტორი, პოლიტიკური ხელისუფლების შიშის გამო, საგანმამათლებლო ლექციის ჩაწერასა და გაგზავნას ვერ ბედავს. ეს არა მხოლოდ ჩემი, როგორც სტუდენტის, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სულის შეურაცხყოფაა“, – ამბობს ცეცხლაძე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში 109 მილიონი დოლარის ღირებულების F-35B ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა
შემდეგი სტატიალევან მაჭავარიანი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან არაჯანსაღი პროცესებია