ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი – საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ პროკურატურას 4 მოწმე ეყოლება წარმოდგენილი. ამასთან, დღევანდელ პროცესზე გადაისინჯება დაკავებული პირების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათი განმარტებით, დაკავებულების პატიმრობაში დატოვების საფუძვლები არ არსებობს, თუმცა, ისინი სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებენ.

ბრალდებულების ოჯახის წევრებს არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას შეცვლის და დაკავებულებს პატიმრობას სხვა რაიმე ღონისძიებით შეუცვლის.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიაუდიოჩანაწერი: დიტო სამხარაძე ქართველ მებრძოლებს აგინებს და “მედბრატებს” უწოდებს
შემდეგი სტატიასაქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის – საია სოცქსელებში პოსტების გამო გასამართლებაზე