ზვიად ცაბაძე: ”შეიცან თავი შენი”

‘შეიცან თავი შენი”

მიმდინარეობს არნახული შეურაცხყოფა, ცილისწმაება და დამცირება 10 მღვდელმთავრის და და ყველა იმ სასულიერო და საერო პირთა, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესის მიმართ პოზიტიურ განცხადებებს აკეთებენ.

დავანებოთ მღვდლებს და ერისკაცებს თავი – წმინდა სინოდის წევრებს ლანძღავენ, ლაფში სვრიან, ცილს წამებენ და ამ დროს პატრიარქი და სამდივნო ჩუმად არიან და არაფერს აკეთებენ.

თქვე დალოცვილებო, რაღა გაიკვირთ მეუფე პეტრესი, თუკი მისთვის მით პატრიარქის ”მწყემსიკეთილობისა” დაიმსხვრა?

არ გამიკვირდება, პატრიარქის და სამდივნოს ასეთ გულგრილობის ფონზე, კიდევ რომელიმე მღვდელმთავარს დაემსხვრეს მითი ”მწემსიკეთლობის” შესახებ. და მართლებიც იქნებიან.

მარტო მოსაყდრე, ქორეპისკოპოსები და მათ მხარდამჭერები არიან წმინდა სინოდში?
ესაა ერთიანი და განუყოფელი სინოდი?
გრცხვენოდეთ ასეთ მიკერძოებულების გამო.
თუ თვლით, რომ 41 წელი აშენეთ საქართველოს ეკლესია, ის ახლა ნამდვილად დანგრევის პირასაა და მომავალი თაობის თავშისაცემი გახდება,”-წერს  თეოლოგი ზვიად ცაბაძე.

banner
წინა სტატიაშიგამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია სარია ,,პატრიოტთა ალიანსს” პასუხობს