ზვიად ცაბაძე: ყველანი ლაჩრები, ფარისევლები, ფლიდები, ლაქიები და ყვარყვარეები ხართ

სათავე ყარს საპატრიარქოში და შესაბამისად სემინარიაშიც.
ვინც მისგან დალევს, ბუნებრივია, ისიც შეიბილწება, უნდა თუ არა.
“კუდიანებზე ნადირობა” დაიწყო და მეც დამსაჯეთ, ოღონდ მანამდე სკაიპით გაგესაუბრებით, მაინტერესებს თქვენი ხრწნის სიღრმე.

აკი ვწერდი, თვითონ ყოფენ მეთქი
ეკლესიას- და Gocha Barnovi ის გაშვებით ამ პროცესს აჩქარებენ.

ჩემთვის ნულს ქვემოთ არის ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა( გულში რა ჰქონდა სულ არ მაინტერესებს) – ხილული მეგობარი ვერ დაიცვეს დ უხილავი ღმერთისთვის დადებთ თავს?
ყველანი ლაჩრები, ფარისევლები, ფლიდები, ლაქიები და ყვარყვარეები ხართ. ილარიონ ალფეევის ყურმოჭრილი მონები, დიპლომისმიერად მისგან “ნაშობნი”, უსირცხვილო ქალის მართულები და მის დაკრულზე მცეკვავნი. ყარხართ, მიუხედავად თქვენი ცოდნისა და ეს სიმყრალე სიმბოლურად იმ ბაღლინჯოებშია თავმოყრილი, სტუდენტებს რომ სისხლს უშრობენ. დრო მოვა, ყველა თქვენგანი დატოვებს სემინარიის კედლებს და ნაცარს დაიყრის თავზე, ოღონდ არა სინანულისათვის, არამედ ადგილების დაკარგვით გამოწვეული გლოვისგან( დღევანდელ დღემდე შეგეძლოთ ადგილები ღირსეული ქმედების გამო დაგეკარგათ).
ბევრ თქვენგანი მღვდლობას დაკარგავს და უღრან ტყეში გაიგზავნება სინანულისთვის.

მართლაც, რომელმა ჯოჯოხეთმა აღმოაბოყინა ესევითარი ხალხი?

 

ზვიად ცაბაძე, თეოლოგი

banner
წინა სტატიაშიდაბა ჩაქვში ავტოავარიის შედეგად 19 წლის სტუდენტი გოგო დაიღუპა
შემდეგი სტატიაიმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა