ზვავში დაკარგული მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა ზოტის მთაზე ზვავში დაკარგული მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ოთხი მოქალაქე გუშინ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიკარგა.

არსებული ინფორმაციით, ოთხკაციანი ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერცევიდან სოფელ კიკიბოს მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ზოტის მთაზე შედრეკილის დასახლებასთან ზვავში მოჰყვა. სამმა მოახერხა ზვავიდან გამოსვლა, ხოლო ჯგუფის მეოთხე წევრი დაიკარგა. ზვავში მოყოლილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ.

“შეთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა სამცხე-ჯავახეთის სამაშველო ჯგუფი. ადგილზე ასევე მობილიზებული არიან აჭარისა და გურიის სამაშველო ჯგუფები, ხოლო თბილისიდან გაიგზავნა სამაშველო ჯგუფი თოვლში საძიებო სპეციალური აღჭურვილობით. 3 იანვარს საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა სამი მოქალაქე ზვავიდან გამოიყვანეს, ხოლო მეოთხე მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშირა მოხდა აბაშის რაიონის სოფელ მარანთან
შემდეგი სტატიამკვლელობა მოხდა თბილისში