ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული
შემდეგი სტატიახაშური-ახალციხე-ვალეს, ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზების მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა