ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვები საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს

დიდთოვლობის გამო ზვავსაშიშროება ამ დრომდე რჩება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, რის გამოც ამ მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით თოვლისა და ლიპყინულის გამო ასევე შეზღუდვებია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული აკრძალვები მოქმედებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის ნაწილზეც, კერძოდ ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აკრძალვა ასევე მოქმედებს კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), სადაც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

banner
წინა სტატიაშილარსის მიმართულებით მიმავალი ავტოტრანსპორტი გზის გახსნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება
შემდეგი სტატიასაქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი