ზვავსაშიშროების გამო, კალა-უშგულის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა,– ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს
“ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული), დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,–ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
















