ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, გუდაური-კობის მონაკვეთზე იმყოფება და ადგილზე ზვავსაშიშროების მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სპეციალისტების რეკომენდაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსასიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აკრძალულია.

banner
წინა სტატიაშილარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა დღეს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე წყალტუბოში პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება