ზვავსაშიშროება -გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი და საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადადიან
შემდეგი სტატიაბიზნეს ცენტრი „მოზაიკას” ადმინისტრაცია მზად არის დაშავებული მცირეწლოვნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები დაფაროს