ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მოქალაქეები მუშაობის განახლებას არ აპირებენ

სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები მუშაობის განახლებას არ აპირებენ და პროტესტს განაგრძობენ.

აქციის მონაწილეები მუშების ცემის ფაქტის დროულად გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და ჩინური კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ, რომელიც სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობას აწარმოებს.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინურ კომპანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე დღის წინ სცემეს. ოთხი დაშავებული სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამი კი – ხაშურის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების გულისხმობს.

სამართალდამცავებმა ჩინეთის სამი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე რუსეთში გაემგზავრება
შემდეგი სტატიარეგიონული განვითარების სამინისტროში დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა