ზვარეში პროტესტი შეწყდა – საწარმოში მუშაობა განახლდება

სოფელ ზვარეში რვადღიანი პროტესტი შეწყდა. მოლაპარაკებები პროფკავშირებისა და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შორის დასრულდა.

დასაქმებულების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა. ასევე, მათ გაცდენილი სამუშაო საათებიც აუნაზღაურდებათ.

მას შემდეგ, რაც ჩინურ კომპანიაში დასაქმებულების შვიდპუნქტიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საწარმოში მუშაობა განახლდება.

ჩინური კომპანიაში დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ინციდენტი პირველ ნოემბერს მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლომ კობა დავითაშვილის ცემის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო