ზუსტადაც, რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს; ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს ევროპული Deep State, როგორც საბჭოთა КГБ-კობახიძე

“ოცნების” პრემიერი “ცარიელ სპეკულაციებს” უწოდებს 9 აპრილთან დაკავშირებით მისი განცხადების შეფასებებს. ირაკლი კობახიძე ისევ “დიფ სთეითზე” საუბრობს და ამბობს:

“ესეც არის ცარიელი სპეკულაციები. 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა , სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც, რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს . ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს დიფ სთეითი ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, როგორც თავის დროზე , 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა კგბ. საბჭოთა კგბ-ს მეთოდებით მოქმედებს დიფ სთეითი და ამაში იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას . ეს უნდა დასრულდეს. ” უთხრა კობახიძემ პროპაგანდისტულ მედიას.

შეგახსენებთ, კობახიძე დღეს 9 აპრილის მემორიალთან ვერ მივიდა. ის ცოტა ხნის წინ, სამებაში იმყოფებოდა. იქამდე კი 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთი არ ახსენა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი 1989 წლის 9 აპრილის “როდიონოვის ჯარისკაცებს” რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებთან აიგივებს
შემდეგი სტატიაქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში” -აშშ-ის საელჩო