ზუსტად ვიცი, ჩემი შვილი იამაყებს საკუთარი მამით, ჩვენი შვილები იამაყებენ – მელია

“ნაციონალური მოძროაბის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მისი შვილი და ოფისში შეკრებილი მხარდამჭერების შვილები იამაყებენ იმით, რაც ხდება.

“ისე ვხვდებით, როგორც შეეფერება მართალ ხალხს, ვხვდებით სიამაყით, მხოლოდ ვძლიერდებით. ამ ადამიანებმა სულიც რომ ამომხადოს და გულიც, ერთი მაქვს და არ ვიცი, პატივია. მართლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილი იამაყებს საკუთარი მამით, ჩვენი შვილები იამაყებენ, ეს ვიცი. დასავლელი პარტნიორების რეაქცია რა იქნება, დავინახავთ ყველა ერთად, მე ხომ ვერ ვიწინასწარმეტყველებ, უმძიმესი იქნება, რათ უნდა ამას ლაპარაკი”, – თქვა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ის პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.ოთახში გაზი გაუშვეს.

banner
წინა სტატიაშიეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია
შემდეგი სტატიააშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას სამწუხარო მოვლენას უწოდებს