ზუსტად ვიცი, 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შეფასებაზე, კარგად შეგაფასებენ რუსები – დეკანოიძე კობახიძეს

ზუსტად ვიცი, რომ 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შეფასებაზე, როგორც საქართველოს მხრიდან ღალატად, ძალიან კარგად შეგაფასებენ რუსეთის საინფორმაციოო სააგენტოები და რუსები – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე.

რაც შეეხება კობახიძის მიერ ივანიშვილის ქებას, დეკანოძემ პრემიერობის კანდიდატს უთხრა, რომ ამისთვის ალბათ მას ბიძინა ივანიშვილი შეაქებს.

„ბატონო ირაკლი, დღეს თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი – მე არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, შეგაქებთ მერე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შეფასებაზე, როგორც საქართველოს მხრიდან ღალატად, ძალიან კარგად შეგაფასებენ რუსეთის საინფორმაციოო სააგენტოები და რუსები. ძალიან ვწუხვარ, რომ ზუსტად ეს იქნება თქვენი შეფასება, მათ შორის, რუსების მხრიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიბუჩკური კობახიძეს- თქვენ, გიორგი გახარიას საქებარ ლექსებსაც უძღვნიდით
შემდეგი სტატიახაბარელი კობახიძეს: პოლიტიკაც რომ სპორტივით ფასდებოდეს, რამდენიმე ოქროს მედალი გეკუთვნით