ელენე ხოშტარია-ზუსტად იგივეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობას აგრძელებს. მისი თქმით, პროტესტს მანამდე არ შეწყვეტს, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. დეპუტატი ამბობს, რომ იგივეს ნებისმიერი სხვა ადამიანისთვისაც გააკეთებდა.

“საკითხი, რომლის გამოც მე ვშიმშილობ, არის ყველანაირ პარტიულ თუ პიროვნულ დაპირისპირებაზე მაღლა, ზუსტად იგივეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც და აბსოლუტურად ყველასთვის. მე მჯერა ღრმად და მტკიცედ კოალიციის და ჩემი პოლიტიკურად ენმ-სთან თანამშრომლობა, გამომდინარეობს სწორედ ნიკა მელიას და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პოზიციით, რომ კოალიცია არის ერთადერთი გამოსავალი”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Europcar Georgia” ახალ სერვისს ნერგავს
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან