ზურგს მიმაგრებენ მინისტრები, რომლებიც ყველა კრიტერიუმით იმსახურებენ ნდობას – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ განაცხადა, რომ მას ზურგს უმაგრებემ მინისტრები, რომლებიც ყველა კრიტერიუმით იმსახურებენ ნდობას. მისივე თქმით, განახლებული სამთავრობო პროგრამა სრულად დაფუძნებულია და გამომდინარეობს პუნქტებიდან, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენისას ისაუბრა.
„მე დაგპირდით, რომ სამი კვირის განმავლობაში დავაკომპლექტებდი ძლიერ სამთავრობო გუნდს. დღეს მე ზურგს მიმაგრებენ მინისტრები, რომლებიც ყველა კრიტერიუმით იმსახურებენ თქვენს ნდობას და ერთმნიშვნელოვნად ვიმეორებ, არიან თავის საქმის პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ ზუსტი ხედვა, როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი პროგრამის წარმატებული იმპლემენტაცია 2018-1019 წლებში““, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ სწორედ მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობა შექმნილ რეალობაში ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო გამოსავალია.
„ეს არის მთავრობის მართვის მოდელი, რომელიც პირდაპირ მიმართულია ბიუროკრატიული ხარჯების დაწევაზე. ჩვენი ამოცანაა, რომ ბიუროკრატია გავხადოთ რაციონალური, მოქნილი და ეფექტიანი“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ნდობის მისაღებად სამთავრობო პროგრამას – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ აცნობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : შემოდგომაზე ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება უშიშროების საბჭოს სახით
შემდეგი სტატიასტიქია რაჭაში – წყალდიდობის შედეგად წაღებულია ხიდები და დაზარალდა რამდენიმე ოჯახი