თამო კეშელავა: ზურამ დღეს და ცოტა ხნის წინ ირაკლიმ, კიდევ ერთი, მკვეთრი, ძლიერი საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს მსოფლიოს, გინდ – სამაშველო მაშხალა, რავი, რაც გინდათ ის უწოდეთ, აზრი და შედეგი რომ ექნება – ცხადია

“ჯაფარამ აჩვენა ყველას, რისი ეშინია სისტემას, რა დღეშია სასამართლო, რომ შსს–გან მხოლოდ ფორმა დარჩა და პროკურატურა ფარსია.

ამას ექნება ფასი პარტნიორი ქვეყნებისგან.ამაშია საქმე, თორემ, არც ფულის აგროვება იყო პრობლემა, არც ციხეში ყოფნა უხარია. ვინც წავა წულუკიანთან, ან ვინც გადაუხდის გირაოს, ხო, მას არ აქვს ერთი ადგილი, ან არ აქვს სურვილი, აჩვენოს პარტნიორ ქვეყნებს კიდევ ერთხელ, რამდენად შორს წავიდა საქართველოში დიქტატურა,ზურამ დღეს და ცოტა ხნის წინ ირაკლიმ, კიდევ ერთი, მკვეთრი, ძლიერი საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს მსოფლიოს, გინდ – სამაშველო მაშხალა, რავი, რაც გინდათ ის უწოდეთ, აზრი და შედეგი რომ ექნება – ცხადია.

და კიდევ ერთი – ამ ქცევით, მათ ოცნება ერთი ნაბიჯით დააშორეს თვითმმართველობის არჩევნების “გაპრავებას”!

ასეა ეს და ახლა გინდ გადაიხადეთ სხვებმა გირაოები და გინდ – გაიხადეთ! ერთი და იგივეა, ღმერთმანი.

პ.ს.ასევე, ადვოკატების სვლაც ჩინებული იყო – როცა არ გეძლევა საშულება კანონიერად დაიცვა კლიენტი, რაღა გინდა იქ, თუ შეგიძლია, კიდევ ერთ მაგალითად აჩვენო ყველას უსამართლომა იმ სასამართლოს, რომელმაც სახაზინო ადვოკატის, ახალი ადვოკატის გარეშე, დაცვის არმქონე პირი გაუშვა ციხეში!”,-წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია: წულუკიანის კომისიაში ოპოზიციის არც ერთი წევრი არ იყო, შესაბამისად ის არ იყო საგამოძიებო კომისია მასში მონაწილეობის არ მიღება არაა დანაშაული
შემდეგი სტატიათამარ ბელქანია: ჩვენ დავამარცხებთ ღმერთის მგმობელ რუსულ რეჟიმს და გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას! ჩვენს შვილებს და იმ ისტორიას, რომელშიც ოქროს ასოებით წერია თუნდაც ამბროსი ხელაია!