ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს როგორი დამოკიდებულებაა დღეს ნარკოტიკების მიმართ და რა როლს ასრულებს ეკლესია

ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ არის ის თემა, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ხელისუფლებამ. ეს არის თემა, რომელიც აღელვებს და აწუხებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის აღელვებს და აწუხებს ეკლესიას და სასულიერო პირებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფო და ეკლესია არის გამოყოფილი ერთმანეთისგან, მაგრამ ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ არის ის თემა, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ხელისუფლებამ. ეს არის თემა, რომელიც აღელვებს და აწუხებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის აღელვებს და აწუხებს ეკლესიას და სასულიერო პირებს. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ის გააპროტესტებს სასულიერო პირების ჩართულობას ამ პროცესში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს რა აწუხებს ჩვენ საზოგადოებას და როგორი დამოკიდებულებაა დღეს ქვეყანაში ნარკოტიკების მიმართ და წარმოდგენა არ აქვს რა როლს ასრულებს და რა ადგილი უჭირავს ქართულ ეკლესიას ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებას პარტია „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სასულიერო პირები საარჩევნო კამპანიაში „ამ დონით არ უნდა ერეოდნენ“. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამ შეფასებით, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული კრიტიკული კომენტარები შეაფასა.

banner
წინა სტატიაშიმღვდლებზე და მღვდელმთავრებზე მიტანილი იერიშის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სასულიერო პირები პასუხობენ
შემდეგი სტატია“რატო უნდა მიემხროს სასულიერო პირი სხვას ჩემს საწინააღმდეგოდ, როცა მეც მრევლი ვარ?”