ზურაბიშვილს სინამდვილეში ეზიზღება ქართული ოცნება -პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საკუთარ  ფეისბუქ გვერდზე  პოსტს ავრცელებს ,სადაც დამოუკიდებელ პრეზიდენტობის კანდიდატს ,,ქართული ოცნების”  მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. პოლიტოლოგის მტკიცებით, ზურაბიშვილს მმართველი პარტია ეზიზღება და ,,მათ ქაჯებად” მოიაზრებს.
,,რას ნიშნავს “ქაჯების დასათხოვნად მოვდივარ”
1. ეს მეტყველებს ქ-ნი სალომეს მარტივ, მდარე, ღრმად დაკომპლექსებულ აზროვნებაზე. მას მიაჩნია, რომ მრავალი წლის წინ ნათქვამი ეს სიტყვა არის მისი სავიზიტო ბარათი და მზად არის აბსოლუტურად უადგილოდ იკეკლუცოს ამით.
2. ასეთი მარტივი აზროვნების დროს ხშირად ქვეცნობიერი დომინირებს და უნებლიედ შინაგან განწყობას ააშკარავებს. ზურაბიშვილს სინამდვილეში ეზიზღება ქართული ოცნება და მათ მოიაზრებს ქაჯებად. დაირაზმეთ ქაჯებო ზურაბიშვილის მხარდასაჭერად! ” -წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოლიტოლიგი გია ხუხაშვილი
banner
წინა სტატიაში,,მიკვირს, რომ ხალხი ჯერ კიდევ სვამს შეკითხვას ვინ დაიწყო ომი, აშკარაა, რომ რუსეთი იყო”
შემდეგი სტატიასამეგრელოში დიდი წმენდა დაიწყო-ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა დატოვა