ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს “შვილის წარმატება” მიულოცა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საკონსტიტუციოს მოსამართლე ირაკლი კიკილაშვილს “შვილის წარმატება” მიულოცა. ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად საკონსტიტუციოს მოქმედი მოსამართლის შვილი გოგა კიკილაშვილი აირჩია.

ზურაბიშვილმა “ოცნებას” უთხრა, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენს შემოიერთებენ ვის კომპრომატით, ვის მოსყიდვით, ვის შვილის დაწინაურებით.

“ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ამ კენჭისყრის შედეგი – და ესეც თქვენზე კი არაა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენის შემოერთებას შეძლებთ, ვის კომპრომატით, ვის მოსყიდვით და ვის შვილის დაწინაურებით (აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატება!) ან კიდევ სხვისი ბარათის გამოყენებით, რითაც ერთ-ერთი ვეტოს დაძლევაც შეძელით. ისიც კარგად ვიცი, რომ რაც არ უნდა იყოს კენჭისყრის შედეგი, ამას გამარჯვებად გამოაცხადებთ და ამას ერთი მესიჯბოქსით გააჟღერებთ, მაგრამ იმას რას უზამთ, რომ ხალხს თქვენი აღარ სჯერა?! მოდელირებული რეალობით ვეღარ ატყუებთ და ყველა ხვდება იმას (და შესაძლოა, თქვენც კი ზოგჯერ), რომ ამ პროცესის დაწყება, როგორც მისი ნებისმიერი შედეგით დასრულება, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სისუსტის და პოლიტიკური წარუმატებლობის უტყუარი ნიშანია. ამას ვერსად გაექცევით! – თქვა ზურაბიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიმივმართავ ევროპელ პარტნიორებს, ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად, საქართველო არ უნდა მიატოვოთ-ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – თურმე გეწყინათ, როცა „პატარა კაცებად“ მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები და მომავალი თაობა, მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ – დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება!