ზურაბიშვილმა ცოტა გრამატიკაში წაიმეცადინოს, ვიდრე შემხვდება – გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ დებატების შეთავაზებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქართულ გრამატიკაში უნდა იმეცადინოს, ვიდრე შხვდება.

„სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ჩემთვის ისეთივე გამოწვევაა, როგორც რუსთაველზე გაისეირნება. რომელ ეროვნულ არხზეც ინებებს, როცა ინებებს, რა კომპოზიციაშიც ინებებს ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არც დამოუკიდებელია არც დიპლომატი, არც ქართველი არაა. ერთი თხოვნა მაქვს, ცოტა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს სანამ შემხვდება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი წარმომადგენლების დაშვებას სთხოვენ
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა ახალი ხურვალეთიდან 37 წლის ქალი გაიტაცეს