ზურაბიშვილის წიგნი და შეფასებები საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში – საპრეზიდენტო კანდიდატი ბრალდებებს პასუხობს

„ევროპული საქართველოს“ მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამონარიდებს საქართველოს წინააღმდეგ იყენებს და ჰააგის ტრიბუნალში შეტანილ სარჩელს მტკიცებულების სახით ურთავს, წიგნის ავტორი და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ სჯობს ოპონენტებმა მასზე საუბრის ნაცვლად, საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნონ.

„სადაც საუბრობენ, იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ საუბარი, მე მიკვირს ის, რომ მთავრდება ახლა კამპანია და მთავარი ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი სხვა საქმე არ აქვს, თუ არა ჩემზე ლაპარაკი, როგორც ჩანს, მე ვარ კამპანიის თემა, მე მგონი, საზოგადოება ელოდება იმას, რომ გაიგოს ამ არჩევნებში, რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რას ჰპირდება მომავლისთვის. მე ამას ვეტყვი ამომრჩეველს, ვეუბნები ყველგან და მე მგონი, დრო არის, რომ სხვებმაც გასცენ პასუხი ამ მთავარ პასუხზე. რისთვის მოდიან, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატები. თუ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი არგუმენტები იყოს, ცალკე ბრიფინგს მივუძღვნი ამ საკითხს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ევროპულმა საქართველომ“ დღეს ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად არის წარდგენილი.

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მოსაზრებები ოკუპანტს გამოყენებული აქვს იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა.

banner
წინა სტატიაშიძალიან მეეჭვება ასეთ საქმეებში იყოს ჩართული – “ოცნებაში” ფარცხალაძე-ყიფიანის ინციდენტში ივანიშვილის მონაწილეობას გამორიცხავენ
შემდეგი სტატიაგრიგოლია: “რეაქციის” გამო ივანიშვილთან ინტერვიუს ვერ მოვახერხებ