,,ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრაზე გამოჩენა არ ზღუდავს ჩემი გამოხატვის თავისუფლებას”

აჭარის ტელევიზიიდან ამ დრომდე არავინ არ დამკავშირებია. ის, რომ ეთერიდან მომხსნეს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო, სოციალური ქსელიდან გავიგე, – ამის შესახებ მომღერალმა სოფო ხალვაშმა განაცხადა

როგორც სოფო ხალვაშმა აღნიშნა, აჭარის ტელევიზიაში მისი პოზიცია და გადაწყვეტილება იცოდნენ.

„ტელევიზიაში იცოდნენ ჩემი პოზიციისა და გადაწყვეტილების შესახებ. დავწერე შვებულება, მაგრამ ხელი არ მომიწერეს, მიზეზი არ ვიცი, რატომ. მე არ ვარ ჟურნალისტი, ვარ მომღერალი და სწორედ ამიტომ ვარ აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემის წამყვანი. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრაზე და კლიპში გამოჩენა არ ზღუდავს ჩემი გამოხატვის თავისუფლებას, მე ვარ მოქალაქე და გამოვხატე ჩემი პოზიცია”, – განაცხადა სოფო ხალვაშმა.

სოფო ხალვაშმა სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა. როგორც აჭარის ტელევიზიაში აცხადებენ, სოფო ხალვაში გადაცემა „დილის ტალღის“ წამყვანია. მათივე ინფორმაციით, სოფო ხალვაშის საკითხზე აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთის პრინცმა სალმანმა ხაშოგის მკვლელობას “ამაზრზენი ინციდენტი” უწოდა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა პოლიეთილენის შეფუთვის აკრძალვას კენჭი უყარა