,,ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში სტაბილურობა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა არჩევანის შემთხვევაში იქნებოდა”

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში სტაბილურობა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა არჩევანის შემთხვევაში იქნებოდა, – ამის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მეჭიაურის თქმით, მთავრობას დარჩება უფრო მეტი დრო საქმის კეთებისთვის და არა ოპოზიციასთან კინკლაობისთვის.

“მე არ ვიცნობ სალომე ზურაბიშვილის გუნდს. მაგრამ როგორც ვიცი, ლაშა ჟვანიაა ადმინისტრაციის უფროსი, ბრწყინვალე პიროვნება და ძალიან კარგი კადრი. თუ ასე გააგრძელა და დანარჩენებიც ასე გააგრძელა, უფრო ოპტიმისტურად შევხედავ პრეზიდენტის საქმიანობას. განსაკუთრებული რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ სტაბილურობა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა არჩევანის შემთხვევაში იქნებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მთავრობისთვის, რომელსაც დარჩება უფრო მეტი დრო საქმის კეთებისთვის და არა ოპოზიციასთან კინკლაობისთვის”,- განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე – შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ რელიგიური ნიშნით დევნისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა