ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სტატუსის ქონა არის პროვოკაცია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ – გიგა ბოკერია

ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური განცხადებები – ასე გამოეხმაურნენ ოპოზიციის წევრები სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებას არ მიესალმება.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ზურაბიშვილის მიერ “ამერიკის ხმასთან” გაკეთებული განცხადება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და ის დანაშაულებრივია. მათი თქმით, პრეზიდენტის მიერ მსგავსი მოსაზრების გაჟღერება ხელს უშლის, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაძლიერებას.

“ამ ადამიანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის ქონა არის პროვოკაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სხვა სიტყვები არ მყოფნის, რომ აღვწერო ეს. სამწუხაროდ, ამერიკული ბაზების ან რომელიმე ჩვენი მოკავშირის, თავისუფალი ქვეყნის ნატო-ს წევრი ქვეყნის ბაზების განლაგების საკითხი დღეს მყისიერად არ დგას, მაგრამ რომ იდგეს, მაგრამ რომც დღეს არ დგას, მაგრამ მივილტვით იმისთვის, რომ დაცული ვიყოთ ჩვენი მთავარი საფრთხისგან, რუსეთისგან, რატომ შეიძლება, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს ამის წინააღმდეგი. რატომ შეიძლება, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი იძახდეს, რომ პროვოკაციაა ქვეყნის სურვილი, რომ იყოს დაცული მტრისგან მოკავშირე, თავისუფალი ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგებით. ასეთი შანსი თუ რომ მოგვეცა და იმედი მაქვს, რომ მოგვეცემა. მხოლოდ აიხსნება იმითო, რომ ეს ადამიანი არის სავსე ქვეყნისთვის, საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო, მავნებლური შეხედულებებით და იდეებით,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმისი დანიშვნა ამ პოზიციაზე, იყო ლოგიკური – მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე საუბრობს
შემდეგი სტატია,,შალვა შავგულიძის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შემპარვია, მაგრამ ვინც „ნაციონალებთან“ დადგება, ყველა შემძულდება”