ზურაბიშვილის ინიციატივა

„დღეს თქვენ წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პლატფორმის მთავარი პრინციპი არის ის, რომ იგი ღია იქნება ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, „ვინც მზად არის გვერდზე გადადოს პოლიტიკური შეუთავსებლობები“.

მისი თქმით, ამ ძალებმა უნდა გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მზიანი:

„დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები“
„გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები“.
აქციაზე დემონსტრანტების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა ბანერებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის უკან მდგარ დემონსტრანტებს ეჭირათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას რამდენიმე დემონსტრანტი წინა რიგებში მას ყვირილით ეკითხებოდა: „რას ფიქრობთ „ოცნების“ კომისიაზე? [2008 წლის აგვისტოს] ომი ვინ დაიწყო“?

დემონსტრანტების ნაწილი ხმამაღლა ითხოვს „ქართული ოცნების“ მთავრობის გადადგომას.

ზურაბიშვილის სიტყვა
სალომე ზურაბიშვილმა ვრცელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

მან თქვა, რომ „გამოსული ადამიანების რაოდენობით არ იზომება პროტესტის ძალა“ და „4 თვის შემდეგ, მხნედ დგომაა ზუსტი საზომი“.

„ერთი ქალის ხმა – „ცეცხლი ოლიგარქიას“! – არის ზუსტი საზომი! ერთი დედის შეუპოვარი და დინჯი გამძლეობა – ნამდვილი საზომია“! – განაცხადა მან.

„ამ მძიმე დროს, ამ უსამართლობასთან ბრძოლასა და გამძლეობაში იბადება ახალი საქართველო, ძალიან ქართული და ძალიან ევროპული. დღეს, ისევე როგორც 1918 წელს და 1991 წელს, ეს არის მყარი საძირკველი, რომ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს დავიბრუნებთ, რუსეთისა და მისი მესვეურების კლანჭებიდან გამოვგლიჯავთ და საკუთარ გზაზე დავაბრუნებთ. ბრძოლა გრძელდება“, – თქვა მან.

მეხუთე პრეზიდენტმა ჩამოთვალა, მისი ხედვით, „ქართული ოცნების“ რეჟიმის სამი ძირითადი საყრდენი:

„ოლიგარქის გარემოცვის ფინანსური ინტერესები;
რუსული პროპაგანდა და პროპაგანდისტები, რომლებიც ცდილობენ ხალხის მოტყუებას და დამორჩილებას;
რუსული ძალადობრივი სისტემა“.

banner
წინა სტატიაშიმმართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ჯარსა და ხალხს, არის მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობის
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილის რეჟიმი კრემლში დაწერილი სცენარით მოქმედებს